„ამ ეტაპზე სომხეთში სულ 2 690 ადამიანია ვაქცინირებული, რაც სამარცხვინოდ დაბალი მაჩვენებელია“, -ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციისთვის დიდი პოტენციალი გვაქვს, თუმცა ამ პოტენციალის გამოყენება სათანადოდ არ ხდება, რაც რისკებს ქმნის არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ ეკონომიკისთვისაც“, – განაცხადა ფაშინიანმა.











