„ფეისბუქმა“ წაშალა ჯგუფი, რომელიც სოციალურ ქსელში „სამოქალაქო ომის დაწყების მოწოდებებს“ ავრცელებდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯგუფის წევრები ამტკიცებდნენ, რომ დემოკრატიული პარტია არჩევნების შედეგების მოპარვას ცდილობს.
ჯგუფის წევრები ძალადობის შემცველ განცხადებებს ავრცელებდნენ, სადაც „სამოქალქო ომზე“ და „რევოლუციაზე“ იყო საუბარი.
ამ ჯგუფის წევრები მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, ჯო ბაიდენის პრეზიდენტად გამოცხადების შემთხვევში ქუჩაში გასულიყვნენ.
ამერიკა რიგით 46-ე პრეზიდენტის არჩევის მოლოდინშია.
ყველა ინფორმაცია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











