“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, თუკი მიხეილ სააკაშვილს სურს, რაიმე დასკვნა გააკეთოს, მაშინ ჩამოვიდეს საქართველოში ისე, როგორც ნავალნი ჩავიდა მოსკოვში, – ამის შესახებ განცხადება „ევროპელი სოციალისტების” წევრმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ გააკეთა.
„რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ჩვენ, ჩვენი გადაწყვეტილებით პარლამენტის მუშაობაში ვმონაწილეობთ. თუ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შემოსვლას და საპარლამენტი ტრიბუნის გამოყენებას გადაწყვეტენ, მათ გადაწყვეტილებას დიდი სიამოვნებით მივესალმებით. პარლამენტში რაც მეტი იქნება ოპოზიციური პარტიების რაოდენობა, მით უფრო მეტი ძალა გვექნება, ვიყოთ მმართველი პარტიის ოპონენტები”, – განუცხადა ჟურნალისტებს ინჯიამ.









