fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პოლიტიკოსების უმრავლესობა “ოცნებასთან” დებატებზე თანახმაა

18:31 ნოემბერი 17, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
808
ნახვა

16 ნოემბერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ  ოპონენტებთან არჩევნებზე არსებული დარღვევების შესახებ დებატებისთვის მზადაა.

კობახიძის შეთავაზებას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა დათანხმდა. მათ გამოწვევა მიიღეს და “ოცნებას” საკუთარი პირობებიც წაუყენეს.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ისინი დებატებისთვის მზად არიან, თუმცა დებატებში მხოლოდ “ოცნების” წამყვან სახეებთან დაჯდებიან.

„რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს”, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები ვიყავით წინასაარჩევნო პერიოდში, როცა ვითხოვდით პრემიერ-მინისტრთან და სხვა წევრებთან დებატებს, თუმცა, მაშინ არ შედგა პრემიერ-მინისტრთან დებატები. დებატებს არ გავურბივართ, პირიქით, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ სახის დებატში შევიდეთ, ოღონდ „ქართული ოცნების” წამყვან სახეებთან, რანგით, მესამე-მეოთხე კლასის მოთამაშეებთან არა. უპრიანი იქნება ან თავმჯდომარესთან ან იგივე გახარიასთან”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

კობახიძის შეთავაზებას გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” კიდევ ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, რომელიც შეთავაზებას “ღიმილისმომგვრელს” უწოდებს.

“დიდი სიამოვნებით მივიღებ და ვეტყვი, რაც მოსულა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ამას არ ექნება დებატის, ეს იქნება მონოლოგის ფორმა. სიამოვნებით ვეტყვი, მხოლოდ იმას აკეთებს, რომ მოქალაქეებს აპირისპირებს. ვეტყვი, რომ 20 ივნისიდან ის პროვოკატორობს, უსიამოვნოა პროვოკატორთან დებატი, პოლიტიკოსთან დებატი კარგია. რას მოიტანს ეს ყველაფერი? ამდენი ხანია ვიხვეწებით, რომ ვინმე მოდით ტელეეთერში და არ ჯდებიან,”- აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი უგულავამ კობახიძის შეთავაზებას სიყალბე უწოდა, თუმცა დებატებისთვის მაინც მზადაა და მოუწოდებს დანარჩენ ოპოზიციას დათანხმდნენ დებატებს და კობახიძე “თავისივე მოედანზე მიჯირყვნონ”.

“ეს ხომ სიყალბეა?! თუ დებატები უნდოდათ, როგორ დაგვემარცხებინა კოვიდი, როგორ დაგვემარცხებინა კრიმინალი, როგორ გაგვეზარდა სამუშაო ადგილები, ეკონომიკა – ამ საკითხებზე წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნება” დუმდა და აბა ახლა რა ბზიკმა უკბინა?! ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ფარისევლობა, თუმცა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შევჯერდებით, შეიძლება, თავისივე მოედანზე მივიდეთ და მივჯირყვნოთ მაინც, მაგრამ ეს არის ფარისევლობა, ტყუილი და ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, იმიტომ, რომ ამათ არაფრის დებატები არ უნდოდათ, როცა ნამდვილად დებატების პერიოდი იყო”, – განაცხადა უგულავამ.

დებატების იდეას უარყოფითად აფასებს “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპნაძეც. კაპანაძის თქმით, დებატები არჩევნებამდე უნდა გამართულიყო და არა მისი “გაყალბების” შემდეგ.

“ჩვენ პრინციპულად არ მიგვაჩნია პრობლემად ასეთ დებატებში მონაწილეობა, მზად ვართ კიდეც, მაგრამ ჩვენ სხვა პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან გავივლით კონსულტაციას და საბოლოო პოზიციას ერთად ჩამოვაყალიბებთ.

რაც შეეხება იმ ნაწილს, ახლა რამდენად რელევანტურია დებატები, ამაზე სერიოზული კითხვები მაქვს. დებატები უნდა ყოფილიყო არჩევნებამდე იმ საკითხებზე, რაც ქვეყანას აწუხებს და არა ახლა, როცა ურემი გადაბრუნდა, იმაზე თუ რა ფორმით გადაბრუნდა ეს ურემი, ამიტომ ცოტა პანიკის ნიშნები არის ხელისუფლების მხრიდან, როცა ახლა იმაზე გვთავაზობენ დებატებს, გაყალბდა თუ არა არჩევნები. არჩევნები არის უკვე გაყალბებული და ახლა ვართ ყველა იმ მდგომარეობაში, როცა დაიწერეს პროცენტი და არჩევანი აქვთ ახლა ან არალეგიტიმური პარლამენტი, ან ამ პროცესის ასე გაგრძელება, ან ახალი არჩევნები.

ეს დებატები დამთავრდება ვიცი როგორც, “ქართული ოცნება” გამოვა და იტყვის, რომ “აი გავიმარჯვეთ ამ დებატებში” მიუხედავად იმისა, რომ არანაირი არგუმენტები არ ექნებათ და რა იქნება მერე? შეიცვლება არჩევნების შედეგები ამის გამო თუ რა იქნება? მათ ახლა უნდათ მორიგი დებატები თავისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის, მესმის ეს, თუმცა ამ დებატებში კიდევ ერთხელ ვამბობ, დარწმუნებული ვარ, რომ ის არგუმენტები, ჩვენ რასაც ახლა ვაქვეყნებთ და რაზეც ვსაუბრობთ, ამ არგუმენტების ვერანაირ ნიველირებას ისინი ვერ შეძლებენ იმიტომ, რომ უბრალოდ ფაქტები, რიცხვები, გაყალბებული ხელმოწერები და კონკრეტული მაგალითები არის ხომ?! მაგრამ, მერე რა იქნება?” – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

“ოცნებასთან” დებატებს დათანხმდა “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიციონერ კოლეგებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

„მიუხედავად იმისა, რომ კობახიძესთან, მდინარაძესთან, ნებისმიერ ამ პოლიტიკურ „კლოუნთან“ დებატები ამ კრიზისს ვერ განმუხტავს, „ევროპული საქართველო“, ჩვენი გუნდი მთლიანად, ყოველთვის მზად ვართ. რაღაც გამოცდილება დებატების გვაქვს, პარლამენტში ყოფნისას, კარგი გაგებით ვამბობ. ყოველთვის მზად ვართ ამისთვის, თუმცა, ამ შემთხვევაში, მარტო არ ვართ და ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგებთან გვექნება კონსულტაცია როგორი იქნება პასუხი ამაზე. მათ ნაცვლად ვერ გიპასუხებთ. მაგრამ, გახსოვთ, ჩვენი მოწოდების მიუხედავად, ამ ხალხმა წინასაარჩევნო პერიოდში დებატებზე, მაშინ, როცა ნორმალურია ამომრჩეველმა გიყუროს, უარი თქვა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დებატებზე თანახმაა პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილიც.

“რამდენიმე წელიწადია ოცნება უარს ამბობს დებატებზე. არჩევნების წინაც კი გაექცნენ დებატებს. ეხლა გაყოყოჩებულა კობახიძე და აბდუშაჰილივით დოინჯშემოყრილი დადის თურმე – დამიჯდნენ დებატებშიო. აგერ ვართ ჩვენი პარტია – „მოქალაქეები“ და ნებისმიერი ჩვენგანი მზადაა დაუჯდეს კობახიძეს და აჩვენოს რა გაყალბდა და როგორ”, – წერს ელისაშვილი.

დებატების გამართვაში პრობლემას ვერ ხედავს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი , თუმცა აცხადებს, რომ პარტიას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და ამაზე პარტიაში მსჯელობენ.

“ახლა გაახსენდათ დებატები, როდესაც უმწვავეს კრიზისში შევიდნენ, ეს არის გამოსავლის ძებნის მცდელობა შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან და არა რეალურად შეთავაზება ოპოზიციისთვის. ასე რომ ამაზე ჩვენ ოფიციალურ პასუხს განვაცხადებთ. დებატებში კი არ არის პრობლემა, არამედ პრობლემა არის ის, რისთვის იყენებს ხელისუფლება ამ დებატებს, რა სურს რომ ამით გვითხრას. ასე რომ ჩვენი პოზიცია დღეს გახდება ცნობილი”, – აცხადებს უდუმაშვილი.

კობახიძის შეთავაზებას “პოლიტიკური ტრიუკი” უწოდა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა და ასევე განაცხადა, რომ დებატები არაფრის მომცემი იქნება და ამით მმართველი გუნდი ამომრჩევლებისთვის თვალის ახვევას ცდილობს.

“სწორია, როდესაც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს დებატებში ხვდებიან. მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ სრული კონსესუსია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ახლა უნდა ამ პოლიტიკური ტრიუკით, თითქოს სასამართლომ კი არ უნდა გადაწყვიტოს არჩევნების ბედი, არამედ ჩვენმა დებატებმა. ამ ტრიუკით უნდათ, რომ როგორმე გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან. ეს არის ნამდვილი პოლიტიკური თოჯინების სურვილი, თვალი აუხვიონ ამომრჩევლებს. ვადასტურებ იმას, რომ ეს დებატები უბრალოდ არაფრისმომცემი იქნება,” – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა “რუსთავი 2-ის” ეთერში.

ზურა დვალაშვილი

თეგები: ოპოზიციაქართული ოცნება

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსულტაციებს მართავს

დეკემბერი 3, 2021
765
პოლიტიკა

“ამ საძაგლობაში მონაწილეობას არ მივიღებთ”- ოპოზიციის ნაწილი მოსამართლეთა შესარჩევ კენჭისყრას ბოიკოტს უცხადებს

დეკემბერი 1, 2021
784
პოლიტიკა

ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ინიციატივაზე უარს ამბობს

ნოემბერი 26, 2021
828

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია