პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, “ქართული ოცნების” ლიდერებთან შეხვედრაზე პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხს ისევ დააყენებენ.
„ჩვენთვის პრიორიტეტული არის საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირება. ვთქვით, რომ პოლიტპატიმრების საკითხს არ შევეშვებით და დავაყენებთ ყველგან და ყოველთვის მანამ, სანამ წარმატებას არ მივაღწევთ. ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯები გადაიდგა. ვაგრძელებთ მოლაპარაკებას“, – განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, “მოქალაქეების” ლიდერები “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრას მართავენ.










