„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ანრი ოხანაშვილი ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება.
როგორც იგი ამბობს, ყველა პოლიციელი გმირია, რომლის წყალობითაც ყველა მძევალი უვნებელი გადარჩა.
„მეგობრებო, მჯერა, კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რამდენად მძიმე იქნებოდა ყველასთვის, ერთი მძევალი მაინც რომ დაღუპულიყო.
მადლობა ღმერთს, რომ მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა.
პოლიციელი გმირია! ავთანდილ გალდავა გმირია“,- ამბობს ანრი ოხანაშვილი.
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ შენობაში გუშინ, 21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა.
04:13 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა.
გათავისუფლებულმა მძევალმა ლაშა შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ყველა მათგანი ერთდროულად გაათავისუფლა. მძევლები თავს კარგად გრძნობენ.











