პოლონეთმა სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას РИА Новости-ი ავრცელებს.
დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების მიზეზად პოლონური მხარე აღნიშნული პირების მიერ დიპლომატიური სტატუსის ბოროტად, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენებას ასახელებს.
შესაბამისი ნოტა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს, სერგეი ანდრეევს უკვე გადასცა.











