აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ჩინეთის ეთნიკური უმცირესობისადმი, მუსლიმი უიღურებისადმი იძულებით სტერილიზაციის, აბორტის ცნობებზე თქვა, რომ ეს შოკისმომგვერელი და შემაწუხებელია.
სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანგის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.
მაიკ პომპეოს თქმით, ეს მიგნებები შეესაბამება ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულ პრაქტიკას, „ადამიანის სიცოცხლისა და საბაზისო ადამიანის ღირსების სიწმინდის აბსოლუტურ უგულვებელყოფას“.
აშშ-მ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას აღნიშნული საზარელი პრაქტიკების დაუყოვნებლივად დასრულებისკენ მოუწოდა და ყველა ქვეყანას ამ ადამიანური სახის დამკარგავი ძალადობის დასრულების მოწოდებაში შეერთება სთხოვა.
ცნობებს ვაშინგტონში კომუნისტური ჩინეთის საელჩო გამოეხმაურა. საელჩომ ბრალდებებს დეზინფორმაცია და უსაფუძვლო ტყუილი უწოდა.











