850-ზე მეტი მეხანძრე პორტუგალიის ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვის. ძლიერი ქარი მდგომარეობას უფრო ართულებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ხანძარს 21 წლის მეხანძრე ემსხვერპლა, ხოლო 7 კი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ახლოს მდებარე რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.










