ჩვენი მხრიდან, არცერთი საკითხის განხილვაზე არ ყოფილა უარი. დღეს, ამ მომენტისთვის, პროგრესი არის ის, რომ არ არსებობს წითელი ხაზები და ორივე მხარე საუბრისთვის მზადაა. ორივე მხარე მზად არის, ისაუბროს ყველა იმ საკითხზე, რაც აქამდე, ჩვენს საზოგადოებას ოპოზიციის მხრიდან მოუსმენია, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ეს შეხვედრა იყო იმის ინდიკატორი, რომ ჩვენ მზად ვართ სასაუბროდ. მესმის, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, როცა ამდენი პრობლემაა, ეკონომიკა, პანდემია და პოლიტიკური კრიზისი გადასაწყვეტია, ჩვენ გვჭირდება მეტი დრო, რომ მეტი დიალოგი და პოზიციების მეტი ურთიერთგაცვლა, კომპრომისზე ფიქრი შევძლოთ. იყო თხოვნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან და ჩვენ ეს შევასრულეთ და შევძელით, რომ გაგვეახლებინა დიალოგი“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.










