„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებული გიორგი რურუას საქმის პროკურორის ვასილ სამხარაძის განცხადებით, დღეს დაცვის მხარის ხუთი მოწმე დაიკითხა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ერთ-ერთ საგამოძიებო მოქმედებაში.
მისივე თქმით, ბრალდების მხარე არ თვლის, რომ რამე არსებითი დარღვევა იყო
„აქ მნიშვნელოვანია, რატომ ჩატარდა ეს საგამოძიებო მოქმედება, რა უძღოდა წინ გამოძიების ეტაპზე.
თავდაპირველ ეტაპზე მოპოვებული იქნა პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, რომელზეც აღმოჩნდა დნმ-ის კვალი, თუმცა ვინაობა არ იყო დადგენილი.
შესაბამისად, საგამოძიებო ორგანომ მიმართა სასამართლოს და აღებული იქნა განჩინება, რომ დნმ-ის ნიმუში მოპოვებულიყო გიორგი რურუასთან. მან უარი განაცხადა აღნიშნულ მოქმედებაზე და შემდეგში სასამართლოს მივმართეთ, რომ მისი პირადი ნივთები მოპოვებულიყო.
ამ საგამოძიებო მოქმედებიდან მალევე გიორგი რურუამ ნებაყოფლობით მოგვცა ნერწყვის ნიმუში და გამოძიებამ აღარ ჩათვალა, რომ სამ იანვარს ამოღებული ნივთები, მასზე ჩატარებული ექსპერტიზები წარმოედგინა სასამართლოში. მოცემული გარემოება უნდა შეაფასოს მოსამართლემ, რამდენად არსებითი დარღვევა იყო ეს გარემოება. ბრალდების მხარე არ თვლის, რომ რამე არსებითი დარღვევა იყო“, – განაცხადა ვასილ სამხარაძემ.
ამავე თემაზე ნახეთ:
- გიორგი რურუას ადვოკატის თქმით, დაკითხული პოლიციელების ნაწილმა დაადასტურა, რომ მათ კანონდარღვევით საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს
- დღევანდელ ოპოზიციას რურუა, როგორც პოლიტიკური ლიდერი გარეთ არ აწყობს – გია ვოლსკი










