პირველადი მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ამომრჩევლების 77,93% პროცენტი უჭერს მხარს, 21,26 % კი – წინააღმდეგია.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბიულეტენების 99.9%-ია დათვლილი.
რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 65-პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით, რუსეთის პრეზიდენტი მიმდინარე წლის იანვარში გამოვიდა. ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების შეტანა ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტობის ვადების განულების შესაძლებლობას მისცემს. ამგვარად, ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას 2036 წლამდე შეძლებს.











