ქაბულის აეროპორტში ჭყლეტას 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.











