fbpx
21/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ქალთა მოძრაობა გაუპატიურების დეფინიციის შეცვლას ითხოვს

14:00 ნოემბერი 25, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
846
ნახვა

ქალთა ორგანიზაცია პარლამენტს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, რომ გაუპატიურების დეფინიციის მუხლი შეცვალოს. ორგანიზაცია მოითხოვს, რომ  გაუპატიურების მუხლში მსხვერპლის მხრიდან თანხმობის კომპონენტი შევიდეს.

დღეს არსებული მუხლი ამას არ ითვალისწინებს, უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ ეს ერთი მხრივ, არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისო სამართალთან, მეორე მხრივ, კი ასობით სქესობრივ დანაშაულს დაუსჯელს ტოვებს.

„ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქართველოში, თუმცა, სექსუალური ძალადობა ხშირად დაუსჯელი რჩება და მსხვერპლებს შეზღუდული აქვთ მათლმსაჯულებაზე წვდომა.

ერთ-ერთი მიზეზი სექსუალური ძალადობის შესახებ არსებული პრობლემური კანონმდებლობა და პრაქტიკაა, რომელიც არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სტანდარტებთან

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სქესობრივი დანაშაულების დეფინიციები შეზღუდულია, პრაქტიკაში კი დამკვიდრებულია მეტისმეტად ხისტი, მოუქნელი და საბჭოური მტკიცებულებითი სტანდარტები სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით. შედეგად, სექსუალური ძალადობის უფრო ისეთი ფაქტების გამო ისჯებიან დამნაშავეები, სადაც მსხვერპლის სხეულზე ფიზიკური დაზიანებები და სქესობრივი აქტის დამადასტურებელი ბიოლოგიური მასალა არსებობს.

სტამბოლის კონვენცია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი განამტკიცებს, რომ გაუპატიურება არის მსხვერპლის სხეულში მისი თანხმობის გარეშე განხორციელებული სექსუალური ხასიათის შეღწევა. თანხმობის არარსებობა უნდა დამტკიცდეს კონტექსტის შეფასებით და ყველა გარემოების გათვალისწინებით.

CEDAW-ს კომიტეტის თანახმად, უნდა გადაისინჯოს მტკიცებულებების შესახებ არსებული სტანდარტები ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებთან მიმართებით, რათა მტკიცებულებითი მოთხოვნები არ იყოს „ზედმეტად მოუქნელი, შემზღუდველი ან გენდერული სტერეოტიპებით ნაკარნახევი.’’

საქართველოს კანონმდებლობა გაუპატიურებას კვლავ ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობით ჩადენილ დანაშაულად განსაზღვრავს და არა თანხმობის არარსებობის ელემენტით.

სხვა სქესობრივი დანაშაულები კი ურთიერთიერთადამფარავი და ბუნდოვანია, რაც, არსებულ ხისტ მტკიცებულებით სტანდარტებთან ერთად, პრაქტიკაში ხშირად იწვევს:

1) ფიზიკური დაზიანებებისა და დამნაშავის ბიოლოგიური მასალის არარსებობის შემთხვევაში გაუპატიურების შემთხვევების დაუსჯელობას; 2) გაუპატიურების დაკვალიფიცირებას უფრო მსუბუქი მუხლით (მ. 139) და დამნაშვისთვის მთელი რიგი შეღავათების გავრცელებას.

ქალთა მოძრაობა მოვითხოვთ დასრულდეს სქესობრივი დანაშულების დაუსჯელობა და მივმართავთ საქართველოს პარლამენტს:

– შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია (სსკ-ის 137-ე მუხლი) და, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, გაუპატიურებად განისაზღვროს მსხვერპლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა მისი თანხმობის გარეშე.

– თანხმობა უნდა განისაზღვრებოდეს, როგორც თავისუფალი, ნებაყოფლობითი და ნამდვილი და მისი არარსებობის დასადასტურება უნდა მოხდეს კონტექსტის გამოკვლევით და გარემომცველი გარემოებების გათვალისწინებით“, – ნათქვამია ღია წერილში. 

თეგები: გაუპატიურება

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

პროკურორი: არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის საქმეზე ბრალდებულები კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს

ივნისი 26, 2021
823
სამართალი

ამ წუთებში გაუპატიურებაში ბრალდებული მამა-შვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ივნისი 26, 2021
780
მთავარი ამბავი

სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს

ივნისი 25, 2021
814

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია