„დღეს ამ პროექტისთვის მხარის არდაჭერა ნიშნავს, რომ მათ რაღაც სხვა უნდათ და იმ სხვას ვერ მიიღებენ“,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კენჭისყრაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
„ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ „ქართული ოცნება“ არ დავტოვეთ ნაციონალურ მოძრაობასთან მარტო. ავიღეთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობა და ჩვენი მონაწილეობით „ოცნება“ იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა. ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი. ნეგატიური როლი ითამაშა, რა თქმა უნდა, ისევ „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
დღეს ამ პროექტისთვის მხარის არდაჭერა ნიშნავს, რომ მათ რაღაც სხვა უნდათ და იმ სხვას ვერ მიიღებენ, რადგან ჩვენ მათ „ქართულ ოცნებასთან“ მარტო არ დავტოვებთ. ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას, პოლიტიკური დაძაბულობით მძიმე შედეგები დააყენონ ამ ქვეყნისთვის“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. კანონოპროექტს 115-მდა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.
ნახეთ, სხვა პოლიტიკური შეფასებები:
- მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდა
- „ნაციონალური მოძრაობა“ თავის განშტოებებით, ეს არის კრიმინალური და ანტიდასავლური ძალა – კობახიძე
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააძლიერა ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატული განვითარება – თალაკვაძე
- კანონპროექტს საფრთხე აღარ ემუქრება – თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტში მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს ორშაბათს უყრიან.











