„ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს, – ამის შესახებ უმრავლესობის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა.
„მათი უფლებაა, რომ კანონის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოაწყონ საპორტესტო აქციები და მათი უფლებაა აბსურდული მოთხოვნები დააყენონ ამ აქციებზე. თუმცა, ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ. იმედი მაქვს, ისინი ძალიან მალე თავადვე გაათვიცნობიერებენ თავიანთი მოთხოვნების აბსურდულობას და მიხვდებიან, რომ პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებიან. იმედი მაქვს, დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს და მოგვიანებით საპარლამენტო ცხოვრებას“,- განაცხადა კახიანმა.
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.










