„ქართულმა მარშმა“ ცესკოში 15 000 ხელმოწერა შეიტანა და საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდა. ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს.
„გილოცავთ! „ქართული მარში“ დარეგისტრირდა როგორც საარჩევნო სუბიექტი. 5000 ნაცვლად, 15 000 ხელმოწერა შევიტანეთ ცესკო-ში! დიდი მადლობა 15 000 ჩვენს მხარდამჭერს!“, – წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში.











