“ქართველებს სტუმართმოყვარეობა სიბრიყვეში არ უნდა გადაგვივიდეს,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცახდა.
„მიუხედავად იმისა, ვინ არის სტუმარი და რამდენად ცნობილია, თუ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეჭქვეშ აყენებს და ბრალს გვდებს 2008 წლის ომის დაწყებაში, საქართველოში ასეთი ადამიანი სულ მცირე არ უნდა იყოს შემოშვებული იმ ფორმით, რაც იყო’, – განაცახად იოსალიანმა.
შეგახსენებთ, რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, თუმცა მან პროტესტის გამო, საქართველო მალევე დატოვა.









