ნიუ-იორკში ავიადისპეტჩერმა რამდენიმე საავიაციო სიხშირეზე სახიფათო შეტყობინება მოისმინა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
შეტყობინების შენაარსი შემდეგი იყო:
„ოთხშაბათს თვითმფრინავს კაპიტოლიუმისკენ მივმართავთ. სოლეიმანის გამო შურს ვიძიებთ”.
ჯერჯერობით უცნობია ვინ გამოგზავნა შეტყობინება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მთავრობა ამ მუქარას სანდოდ არ მიიჩნევს, საავიციო დარღვევის შესახებ გამოძიება დაიწყო.
ექსპერტთა განცხადებით, ამ სიხშირეებზე უცხო პირის მაუწყებლობა სერიოზულ შეშფოთების საგანია.
შეგახსენებთ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ხელმძღვანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი აშშ-ის თავდაცვის უწყებამ სამხედრო ოპერაციის შედეგად 2020 წლის 3 იანვარს მოკლა.











