სანამ ემოციები არ დაცხრება, ოპერაცია არ დასრულდება და ამ ფაქტით გამოწვეული საზოგადოების თუ მედიის დუღილის ტემპერატურა არ დაიწევს, მეც მოვერიდები და სხვა პოლიტიკოსებსაც ვთხოვდი პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას. – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
კახა კალაძის განმარტებით, ახლა პოლიციელებისათვის საქმის ბოლომდე მისაყვანად საზოგადოების, ხელისუფლების, მედიის მხარდაჭერა დიდი სტიმული იქნება.
„ყველას გვიხარია, რომ ეს დანაშაული უსისხლოდ დასრულდა. გვიხარია, რომ თითოეული დაზარალებული – მძევლად აყვანილი ადამიანი მშვიდობიანად დაბრუნდა სახლში. მოდით მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს პოლიციელებს, რომელთა ძალისხმევით და გმირობით დადგა ეს შედეგი. გავამხნეოთ თითოეული მათგანი. ამ ადამიანებს ოპერაციის მეორე ეტაპი აქვთ დასასრულებელი და ჩვენი- საზოგადოების, ხელისუფლების, მედიის მხარდაჭერა და გამხნევება, საქმის ბოლომდე მისაყვანად დიდი სტიმული იქნება. ჩემი მხარდაჭერა ჩვენს პოლიციელებს“,- წერს თბილისის მერი.











