ქობულეთში, რამდენიმე საათის წინ თამარ მეფის 99 ნომერში მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. როგორც ბინის მეპატრონე აცხადებს, შემთხვევის დროს სახლში არავინ არ იმყოფებოდა.
„არ ვიყავით მთელი დღე სახლში. რომ მოვედით რკინის კარი დაზიანებული დაგვხვდა. სახლში ყველაფერი არეულია. დაზუსტებით არ შემიძლია ვთქვა რა წაიღეს, თანხა15 ათასი ლარი მოიპარეს“- აცხადებს დავით ცეცხლაძე.
ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











