ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის ღირებულება არ გაიზრდება. ამის შესახებ განმარტება ქუთაისის მერმა სოსო ხახალეიშვილმა გააკეთა.
„ავტობუსით მგზავრობის ღირებულება შენარჩუნდება და 40 თეთრი იქნება“, – განაცხადა ქალაქის მერმა.
ქუთაისში ტრანსპორტის ტარიფის გაზრდაზე 5 თებერვალს ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის უფროსმა განაცხადა.
„რაც შეეხება ტარიფს, სავარაუდოდ, გაიზრდება 50 თეთრამდე, მაგრამ ეს არის საკრებულოს პრეროგატივა და მათ უნდა იმსჯელონ ამაზე“, – აცხადებდა გიორგი გიორგობიანი.
მოგვიანებით, ამავე თემაზე განცხადება გააკეთა ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და განმარტა, რომ მოქმედი ტარიფი – 40 თეთრი, შენარჩუნდება, თუმცა, დაექვემდებარება თუ არა საკითხი კვლავ განხილვას, არ განუმარტავს.
ავტორი: კესო მოლაშხია











