ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ავტოსერვისის ე.წ. ბოქსები გაქურდეს. „პრაიმტაიმს“ ადგილობროვები უყვებიან, რომ დილით მისულებს ხელსაწყოები წაღებული დახვდათ.
„გატეხილი იყო კარი, რამდენიმე ხელსაწყო არის წაღებული. ნიკეას ქუჩაზე მსგავსი შემთხვევები მომრავლდა“,- ამბობენ ადგილობრივები.
შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ შეტყობინება არ შესულა.











