უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე IRI-ს მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება. როგორც იგი ამბობს, ქვეყანაში კრიმინალი არ გაზრდილა, ეკონომიკის განვითარება კი „ქართული ოცნების“ პროგრამის მთავრი გამოწვევა იქნება.
“საქართველოში 700 000- ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ჩვენ “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაგვიტოვა მემკვიდრეობად მილიონ 150 000, ჩვენ ეს მაჩვენებელი 400 000- ზე მეტით შევამცირეთ, ეს არის მიღწევა. თუმცა, გამოწვევა რომ რჩება, ამას ყველა კვლევა ასახავს.
რაც შეეხება კრიმინალის ზრდას, კრიმინალი იზრდება ტელევიზიებში და ამის საუკეთესო მაგალითია სპეკულაციები, რომელიც ჩვენ გვესმის ორ საქმესთან დაკავშირებით. ორივე საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და ბოლომდე მივა ეს საქმე, თუმცა ჩვენ სპეკულაციები გვესმის ყოველ დღე,“ – განაცხადა კობახიძემ.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა“ (IRI) ახალი კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 25% თვლის, რომ პანემიის ფონზე მათი ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.











