გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ქვეყნის სწრაფად გახსნა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ სწრაფად დახურო, სასარგებლო არ არის.
„ქვეყნის სწრაფად გახსნა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ სწრაფად დახურო, როგორც ეს, სამწუხაროდ, ჩვენმა ზოგიერთმა მეზობელმა გააკეთა, ჩვენ არ გვეხმარება. ვხედავ შუქს გვირაბის ბოლოს, მაგრამ ეს ძალიან რთული პერიოდია. კიდევ რამდენიმე კვირა უნდა გავუძლოთ, იმ პირობით, რომ უფრო აგრესიული მუტაციები არ გავრცელდება“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.











