fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რა ისწავლა მედიცინამ კორონავირუსით რეინფიცირებულ პაციენტებზე ჩატარებული კვლევებიდან

18:03 ოქტომბერი 28, 2020
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
2.5k
ნახვა
მსოფლიოში რეინფიცირების შემთხვევების ზრდამ და ხელმეორედ ინფიცირებული პირველი ადამიანის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ შემატა აქტუალურობა შეკითხვას – უმუშავდებათ თუ არა ადამიანებს კორონავირუსის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი და თუ კი, რამდენ ხანს ძლებს ის.

| რეინფიცირების შემთხვევების სტატისტიკა მსოფლიოში

Washington post-ის ინფორმაციით, 16 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში რეინფიცირების 24 შემთხვევა ფიქსირდება.

რეინფიცირების პირველი შემთხვევა აგვისტოში დაფიქსირდა, როდესაც 33 წლის ჰონგ-კონგელი მამაკაცი გამოჯანმრთელებიდან 4 თვეში კვლავ ინფიცირდა.

ადამიანი რეინფიცირებულად ითვლება მაშინ, თუ გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ მისი ინფიცირება პირველ და მეორე ჯერზე SARS-CoV-2-ის განსხვავებული შტამით მოხდა.

| როგორ იცავს თავს ადამიანის იმუნური სისტემა ვირუსული ინფექციებისგან და რა ხდება COVID-19-ის შემთხვევაში

იმუნიტეტი – ეს არის იმ უჯრედების ერთობლიობა, რომლის ძირითადი ფუნქციაც ორგანიზმის ინფექციებისგან დაცვაა.

კერძოდ, ადამიანის იმუნური სისტემა, ორგანიზმში შეღწეული დაავადებების გამომწვევ მიკრობებს, ანტიგენებს „უცხო სხეულებად“ აღიქვამს და მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ცილოვანი ნივთიერებების – ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს.

 

არსებობს თანდაყოლილი და შეძენელი იმუნიტეტი, რომელსაც ადამიანები ამა თუ იმ კონკრეტული ინფექციის გადატანის შედეგად იმუშავებენ.

ჩატარებული კვლევების მიხედვით, ორგანიზმს კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებისა და იმუნური რეაქციის გამომუშავებისთვის 10 დღე სჭირდება.

|რამდენ ხანს რჩება ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის ანტისხეულები

მკვლევრების თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, ადამიანის ორგანიზმში დამცავი ანტისხეულების დონე „საკმაოდ სწრაფად“ იკლებს.

The Imperial College London-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებსაც სისხლში ინფიცირების შემდეგ ვირუსის ანტისხეულები დაუფიქსირდათ, ივნისი-სექტემბრის შუალედში 26%-ით დაიკლო.

მათი თქმით, ვირუსის მიმართ გამომუშავებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში ქრება და რეინფიცირების რისკი იქმნება.

კერძოდ, REACT-2 კვლევის ფარგლებში დიდ ბრიტანეთში 350 000-ზე მეტმა ადამიანმა ე.წ. ანტისხეულების ტესტი გაიკეთა.

კვლევის პირველ ეტაპზე (ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში) 1 000 ადამიანიდან 60-ს ორგანიზმში ვირუსის ანტისხეულები დაუფიქსირდა.

სექტემბერში ჩატარებულმა ტესტებმა კი აჩვენა, რომ 1 000 ადამიანიდან ანტისხეულები მხოლოდ 44-ს აღენიშნებოდა.

„იმუნიტეტი საკმაოდ სწრაფად იკლებს. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 3 თვეში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სისხლში ინფიცირების შემდეგ ვირუსის ანტისხეულები დაუფიქსირდათ, ივნისი-სექტემბრის შუალედში 26%-ით შემცირდა“, – აღნიშნავს პროფესორი ჰელენ ვარდი.

ანტისხეულების დონემ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში უფრო სწრაფად იკლო, ვიდრე ახალგაზრდებში.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პერსონალის შემთხვევაში, ანტისხეულების დონე ორგანიზმში შედარებით მაღალი დარჩა. მკვლევართა აზრით, მსგავსი შედეგი, შესაძლოა, ვირუსთან „მუდმივი კონტაქტით“ იყოს გამოწვეული.

|ახალი კორონავირუსის იმუნიტეტს მხოლოდ ანტისხეულები აყალიბებს?

არა.

იმუნოლოგ-ალერგოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში  T-ლიმფოციტებიც მონაწილეობენ.

„ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერი უცხო აგენტის შეჭრისას, ორგანიზმი ორი ტიპის იმუნიტეტს ავითარებს: ერთია ანტისხეულები – ესაა მობილური „დესანტი“, „ჯარისკაცები“ და ამას ებრძვის მეორე „ბატალიონიც“, T-ლიმფოციტების.

ამას ჰქვია უჯრედული იმუნიტეტი, რომლებიც მყარად არიან, ანუ, ასე ვთქვათ, არ მოძრაობენ. შეიძლება, ინფექცია გადავიტანო და ეს ანტისხეულები არ მესაზღვრებოდეს ან ძალიან დაბალი მქონდეს, ვთქვათ, 2,3,4 თვეში დამეკარგოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ T-ლიმფოციტური იმუნიტეტი არ მაქვს“,- აცხადებს კულუმბეგოვი.

|როდის უფრო რთულად გადააქვს ადამიანს ვირუსი – პირველად თუ რეინფიცირების დროს

ფაქტები

  • 13 ოქტომბერს აშშ-ში კორონავირუსით რეინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 25 წლის მამაკაცს კოვიდინფექცია პირველად აპრილში დაუდასტურდა. 26 მაისს კორონავირუსის ტესტზე პასუხი უარყოფითი იყო. თუმცა, თვე-ნახევრის შემდეგ მამაკაცი კორონავირუსით ხელახლა, გაცილებით რთული ფორმით ინფიცირდა.
  • 14 ოქტომბერს რეინფიცირების შედეგად, ნიდერლანდებში 89 წლის ქალი გარდაიცვალა.
  • Washington post-ის ინფორმაციით, რეინფიცირების შემდეგ ადამიანების გარკვეული რაოდენობა თავს უფრო ცუდად გრძნოდა.

მეცნიერები

მეცნიერების ნაწილი ამბობს, რომ მომავალში  ადამიანები კორონავირუსით მეორედ ინფიცირებას უფრო მარტივად გადაიტანენ.

კერძოდ, მათი თქმით, იმ ადამიანებსაც კი შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი, რომლებსაც სისხლში კორონავირუსის ანტისხულები არ უფიქსირდებათ.

როგორც მეცნიერები განმარტავენ, პირველი ინფიცირების შემდეგ ორგანიზმის მიერ გამოწვეულმა მძლავრმა იმუნურმა რეაქციამ, შესაძლოა, ორგანიზმში ე.წ. „იმუნური მეხსიერება“ შექმნას.

ანუ, უჯრედებს შეიძლება ახსოვდეთ, როგორ გაუმკლავდნენ ანტიგენებს პირველი ინფიცირების დროს.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ კორონავირუსი 10 თვისაა და მასზე მეცნიერებმა ჯერ კიდევ ბევრი არაფერი იციან. ამიტომ, სიტუაცია მომავალში, შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს.

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge

თეგები: რეინფიცირება

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

საქართველოში რეინფიცირების 10 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული

ოქტომბერი 12, 2021
851
საზოგადოება

ზახაშვილი: კოვიდით რეინფიცირების 3 ფაქტი დადასტურდა, 140-მდე საეჭვო შემთხვევას ვსწავლობთ

აპრილი 1, 2021
1k
საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: რეინფიცირების შემთხვევების მატება გვექნება

მარტი 23, 2021
1.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია