fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რამდენ დოზა AstraZeneca-ს მიიღებს საქართველო დაჩქარებული წესით და რომელი ვაქცინების შემოტანაზე გრძელდება მუშაობა

14:50 მარტი 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.3k
ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის თქმით, საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით და ვაქცინის მიღების თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით.

„შაბათიდან ჩვენ საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება.

მოწოდებული იქნება დათქმული დოზა 43, 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება შესაბამისი პროტოკოლით. შემდეგია „ფაიზერის“ ვაქცინა.“ – განაცხადა ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

უწყების ხელმძღვანელმა გაწეული შრომისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, კოვაქს-პლატფორმასა და UNICEF-ს მადლობა გადაუხადა.

„სწორედ მათი დახმარებით გახდა შესაძლებელი ვაქცინის დაჩქარებული ტემპით შემოტანა“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში კვირის ბოლოს

 

პირველ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსისსაწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვა. მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები Pfizer-ისდოზების დაჩქარებული შემოტანის შესახებ.

„ამ ეტაპისთვის UNICEF-ის მხრიდან მიღწეული იქნა შეთანხმება AstraZeneca-ს ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე.

მოწოდებული იქნება დათქმული დოზა – 43 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება იმ პროტოკოლის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია COVID-ის ვაქცინაციის საბჭოს მხრიდან.

შემდეგი არის Pfizer-ის ვაქცინა. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მივაღწიოთ შეთანხმება, რომ Pfizer-ის ვაქცინის დაჩქარება მოხდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კიდევ რომელი ვაქცინების შემოტანას გეგმავს საქართველო

 

 

ამ ეტაპისთვის UNICEF-ის მხრიდან მიღწეულია შეთანხმება AstraZeneca-ს ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე. მოწოდებული იქნება დათქმული 43 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება შესაბამისად იმ არსებული პროტოკოლით, რომელიც შემუშავებული არის.

 

„მას შემდეგ, რაც Pfizer-ის ვაქცინის შემოტანა რამდენჯერმე გადაიდო, გაჩნდა კითხვა, ამჯერადაც ხომ არ არსებობს შემოტანის დაგვიანების საფრთხე, თუმცა მინისტრმა თქვა, რომ მუშობენ პროცესის დასაჩქარებლად.

„შემდეგი არის Pfizer-ის ვაქცინა, ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მიღწეული იქნას შეთახმება, რომ Pfizer-ის ვაქცინის დაჩქარება მოხდეს. ამ ეტაპისთვის არ გადახედილა ვადები, პირიქით ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება დაჩქარებით მოხდეს“.

 

 

ქართული მხარე ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინური ვაქცინის შემოსატანად, რომელმაც უკვე გაიარა ერთ-ერთი მარეგულირებლის ავტორიზაცია და ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაციას. მისი თქმით, საწყის ეტაპზე 100 000 დოზა აქვთ შეკვეთილი.

 

ჩინური ვაქცინა უკვე არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც უახლოეს მომავალში მიიღებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას.

 

„ჩვენ როგორც AstraZeneca-ს და Pfizer-ის შემთხვევაში, წინასწარი მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, დაწყებული გვაქვს, როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე, Covax პლატფორმასთან. ასევე, ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთ მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტენსიურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები.

 

პირველი ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს მცირე დოზა შეკვეთილი მწარმოებელთან, ეს არის 100 000 ვაქცინა და უკვე Covax პლატფორმიდან შესაძლებლობა გაგვიჩნდება დამატებით დოზებზე. ეს არის Sinopharm“.

 

პარალელურ რეჟიმში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მიმდინარეობს მოლაპარაკლებები სხვა პარტნიორ ქვეყნებთან.

 

 

თეგები: AstraZeneca-ს ვაქცინა

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

გამყრელიძემ დაასახელა, რომელი ვაქცინებია ახალი შტამების წინააღმდეგ ეფექტური

მაისი 28, 2021
1.1k
საზოგადოება

 AstraZeneca-სთან მიმართებაში, შესაძლოა, ასაკის გარკვეული მოდიფიცირება მოხდეს – გაბუნია

მაისი 11, 2021
822
მსოფლიო

ანგელა მერკელი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

აპრილი 17, 2021
800

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია