„ქართული ოცნების“ ამბოხებული დეპუტატები, რომლებიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მომხრეები არიან ამჯერად აპირებენ, რომ ახალ საარჩევნო სისტემას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 130/20 პროპორციით ჩატარებას გულისხმობს, მხარს დაუჭერენ.
გასულ წელს, მმართველი გუნდის მიერ დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა.
მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობას კვლავ სურს, რომ თავიანთ საარჩევნო ოლქებში კვლავ კანდიდატებად დასახელდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება, საქართველოს მასშტაბით, 30 მაჟორიტარული ოლქი იქნება. პარალელურად, მმართველი გუნდი ახალი სახეების გამოჩენასაც აანონსებს. რას უპირებენ ძველ მაჟორიტარებს და გაანაწყენებენ თუ არა მათ ჯერჯერობით უცნობია. არ არის გამორიცხული ისიც, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების ამბოხი კიდევ ერთხელ ვიხილოთ.
„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა დეპუტატებს, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.
ნინო წილოსანი, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატია,„ქართულ ოცნებას“ ლანჩხუთში წარმოადგენს, აღნიშნავს, რომ მას სურს მაჟორიტარობა და დარწმუნებულია, რომ მისი საქმიანობა დადებითად შეფასდება↓↓↓
მზად ვარ მაჟორიტარი ვიყო.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სამაჟორიტარო ოლქი დადებითად შეაფასებს ოთხწლიან მუშაობას, ყოველთვის ვიდექი მათ გვერდით და განვახორციელე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.რაც შეეხება, ახალ საარჩევნო კანონპროექტს მას ჩემი მხარდაჭერა ექნება, რადგან ეს შეთანხმება მრავალმხრივ ხელმოწერილია.
ისნის მაჟორიტარი შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ მაჟორიტარობის სურვილი კვლავ აქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებს კი მხარს დაუჭერს↓↓↓
სურვილი ერთია, მაგრამ
მოცემულობა მეორე.პირადად მე ვისურვებდი, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. რაც შეეხება, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს დავუჭერ.
დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით არის წარმოდგენილი, აცხადებს რომ ჯერჯერობით არ იცის სურს თუ არა მაჟორიტარობა. ჯაფარიძემ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარ არ დაუჭირა↓↓↓
არ ვიცი. როგორც ჩემს გუნდს
დასჭირდება მოვიქეცვი ისე, მე ვარ გუნდის წევრი, ამ თამაშით ვთამაშობ და სადაც დასჭირდებათ მათ იქ ვიქნები. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერ, მიუხედავად იმისა რომ მაინცდამიანც არ მომწონს, გუნდის გამო ამას გავაკეთებ
რუსლან პოღოსიანი, რომელიც პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა, აცხადებს რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ამჯერად მხარს დაუჭერს↓↓↓
„რა ცვლილებებიც შეიტანა უმრავლესობამ, იმას ვემხრობი. ხმას აუცილებლად მივცემ”
საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ რომან მუჩიაშვილი, რომელმაც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, აცხადებს, რომ ამჯერად საპირისპიროდ მოხდება. მუჩიაშვილს კვლავ მაჟორიტარობა სურს↓↓↓
„რა თქმა უნდა მაჟორიტარობა მირჩევნია. ცვლილებებს მხარს დავუჭერ”
მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე აღნიშნავს, რომ ბათუმში ბევრ ადამიანს დახმარებია. დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას იხსენებს და ამჟამად კანონპროექტს მხარდაჭერას უცხადებს↓↓↓
ხელმძღვანელობა რასაც
გადაწყვეტს… მე მაშინ მაჟორიტარულს დავუჭირე მხარი, არვიცი მაშინ ცოტა…მაშინ იცით რა ამბავიც მოჰყვა.
ჩემთან მოსული არც ერთი ადამიანი უყურადღებოდ არ დამიტოვებია. რაც შემეძლო ყველას მხარში ვედექი
მაჟორიტარი ბაღდათიდან, კობა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ კვლავ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მომხრეა↓↓↓
„მე მაჟორიტარი უკვე ვიყავი
ბაღდათიდან, სამომავლოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ეს ოლქი გაიყოფა.
მომავალში ჩემი მშობლიური მუნიციპალიტეტი ჭიათურასა და ხარაგაულთან გაერთიანდება. მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდება.
მე მაქვს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრივ გამოცდილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ვიყავი და ამიტომ სადაც საჭირო იქნება მზად ვარ.
მაჟორიტარული სისტემის მომხრე ვარ და დავრჩები. თუმცა, ცვლილებებს მხარს დავუჭერ.
ისნის მაჟორიტარული ოლქის წარმომადგენელი ირაკლი აბუსერიძე საკუთარ მაჟორიტარულ საქმიანობას დადებითად და დასაფასებლად მიიჩნევს↓↓↓
2014 წლიდან ვარ მაჟორიტარი, მე ყოველთვის ვიდექი ხალხის გვერდით და ვასრულებდი დაპირებას. თავი არ შემირცხვენია, გუნდი არ შემირცხვენია, შემიძლია ვთქვა რომ 80% შევასრულე
ახალციხის მაჟორიოტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე მომავალ არჩევნებში მისი კანდიდატურის დასახელებას არ ჩქარობს↓↓↓
„ჩემი მაჟორიტარობა ისეთი საკითხია, რომ ამას ჯერ ვერ გავაჟღერებ”
მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი სიღნაღიდან ირაკლი შიოლაშვილი, რომელმაც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა აცხადებს, რომ პასუხისმგებლობის აღებისთვის მზად არის↓↓↓
„სურვილი იმისა რომ პასუხისმგებლობა ავიღო, ეს იქნება მაჟორიტარული თუ სხვა არის მაღალი”
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 პროპორციით უნდა ჩატარდეს. პირველი მოსმენა პარლამენტში სავარაუდოდ, 21 ივნისს მოხდება.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სამაჟორიტარო ოლქი დადებითად შეაფასებს ოთხწლიან მუშაობას, ყოველთვის ვიდექი მათ გვერდით და განვახორციელე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.რაც შეეხება, ახალ საარჩევნო კანონპროექტს მას ჩემი მხარდაჭერა ექნება, რადგან ეს შეთანხმება მრავალმხრივ ხელმოწერილია.
მოცემულობა მეორე.პირადად მე ვისურვებდი, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. რაც შეეხება, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს დავუჭერ.
დასჭირდება მოვიქეცვი ისე, მე ვარ გუნდის წევრი, ამ თამაშით ვთამაშობ და სადაც დასჭირდებათ მათ იქ ვიქნები. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერ, მიუხედავად იმისა რომ მაინცდამიანც არ მომწონს, გუნდის გამო ამას გავაკეთებ
გადაწყვეტს… მე მაშინ მაჟორიტარულს დავუჭირე მხარი, არვიცი მაშინ ცოტა…მაშინ იცით რა ამბავიც მოჰყვა.
ბაღდათიდან, სამომავლოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ეს ოლქი გაიყოფა.









