„ნაცმოძრაობა“ ფაქტობრივად, სიკვდილზეა ჩასაფრებული, რომ ადამიანის გარდაცვალებაზე საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის დაფუძნება და პოლიტიკური დივიდენდების მიღება შეძლონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, მსგავსი ტრაგიკული ფაქტები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ ამის გამო არავინ კადრულობს, რომ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის დისკრედიტაცია მოახდინოს. ეს პოლიტიკური ჯგუფი არის შურისმაძიებელი, რომელიც სინამდვილეში ებრძვის არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ავსტრალიელი ტურისტი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს.











