ფინანსთა მინისტრი დღეს მთავრობის სხდომაზე ონლაინ-კაზინოების მუშაობის გამკაცრების ხედვას წარადგენს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, საზოგადოება მთავრობის ინიციატივას, აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით, დიდი ინტერესით ელოდება.
„ჩვენი საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება მთავრობის ინიციატივას აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით. ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის ინიციატივა. მას შემდეგ, რაც კანონპროექტს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ, ის პარლამენტის ბიუროს გადმოეგზავნება განსახილველად, რომელიც გადააწერს სათანადო კომიტეტებს და საკომიტეტო განხილვების შემდეგ მოვემზადებით პლენარული სესიისთვის“, – განმარტავს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი რატი იონათამიშვილი.











