დღეს ყველა ოპოზიციური პარტია არის ერთად. ყველა ვინც მოლაპარაკებების მაგიდასთან ვსხედვართ, ერთ პოზიციაზე ვართ, – ამის შესახებ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არ არის შეთანხმება, რომელიც ვინმეს გამარჯვებას მოუტანს. შეთანხმება ნიშნავს დათმობებს.
„რა სახის საბოლოო დოკუმენტი იქნება, ამას პროცესი გვიჩვენებს. გადაწყვეტილებას „რესპუბლიკური პარტია“ საკუთარი დღის წესრიგით იღებს. ყოველთვის ჩვენ ვმსჯელობთ ბლოკში. ამ პროცესში ყველა პარტიას საკუთარი პასუხისმგებლობა აქვს. ყველა ვმოქმედებთ ერთად და ერთი ხაზი გვაქვს,“ – განაცხადა სამნიძემ.











