დღეიდან რესპუბლიკური საავადმყოფო ისევ კოვიდცენტრად გადაკეთდა. საავადმყოო მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირეულებს მიიღებს.
როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე აცხადებს, სტაციონარი უკვე მთლიანად დაიცალა და დილიდან ცხელების სიმპტომებით პაციენტებს არ მიიღებს.
ამასთან, ასევე ცნობილია, რომ ინფექციურ საავადმყოფოსთან ტრადიციული ბრიფინგები აღარ გაიმართება. ეპიდისიტუაციის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება მთავრობის სხდომზე მიიღებს.











