Reuters-ის ცნობით, რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“დღეს ახალი მთავრობის გამოცხადებას გეგმავს.
„თალიბანის“ წარმომადგენლის, აჰმადულა მუთაქის განცხადებით, ახალი მთავრობის გამოცხადების ცერემონია ქაბულში, პრეზიდენტის სასახლეში იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს.











