აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ჯაბა ფუტკარაძე და თინათინ ზოიძე არჩევნებში მიღებულ მანდატებზე უარს ამბობენ და ისინი მუშაობას აჭარის მთავრობაში გააგრძელებენ. ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის ბრიფინგზე განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ჯაბა ფუტკარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტს დაუბრუნდება, თინათინ ზოიძე კი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გააგრძელებს მუშაობას.
„ჩვენ მივმართეთ უსკო-ს და მოხდა „ქართული ოცნების“ სიაში შესაბამისი ცვლილებები. წარმოდგენილმა სამმა ადამიანმა მოვახდინეთ შეწყვეტა იმ მანდატების, რომელიც მივიღეთ არჩევნებში, ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას აჭარის მთავრობაში აღმასრულებელ გუნდში. ჯაბა ფუტკარაძე, ასევე თინათინ ზოიძე, რომლებიც იყვნენ აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტში წარმოდგენილი, ისინი გააგრძელებენ საქმიანობას. ჯაბა ფუტკარაძე უბრუნდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მინისტრის რანგში, თინათინ ზოიძე კი გააგრძელებს მუშაობას მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











