„გირჩის“ ერთ-ერთი წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილის დაპირისპირებას ეხმაურება.
როგორც რაქვიაშვილი ამბობს, მსგავსი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ მიუღებელია.
„ჩვენ ბატონ ხაზარაძეს და ზოგადად „ლელოს“ როგოც ჩვენს პარტნიორებს, ისე განვიხილავთ და საერთოდ მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება და ამას ყველანაირად ვემიჯნებით. პირიქით, გვინდა გავაგრძელოთ დისკუსია ჩვენს ყველა იმ კოლეგასთან, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს.
მე რთულად წარმომიდგენია, რომ ჩვენ და „მოქალაქეები“ ერთად მივიდეთ ბატონ მამუკასთან. მეტიც, ეს მოლაპარაკება ჩვენ დავიწყეთ „მოქალაქეებს“ რომ პირველად შევხვდით. თვითონ ის იდეა, რომ ჩვენ და „მოქალაქეები“, რომლებიც დანარჩენ ოპოზიციასთან მხარე ვხდებით, არ არის სწორი. ჩვენ მართლა გვინდოდა, რომ ყველა გაგვეერთიანებინა, მათ შორის, „მოქალაქეები“, თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ არ მგონია, რომ ეს რეალისტური იყოს,”-განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, „ლელო საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.











