„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, ხათუნა სამნიძის განხადებით, ნაკლებია შანსი იმისა, რო ამნისტიი შესახებ პარლამენტში რეგისტრირებული ორი კანონ-პროექტი ერთ შეჯერებულ კანონად იქცეს.
„დღევანდელი მდგომარეობა რაც არის, რთულია იმის წარმოდგენა, რომ ამნისტიის შესახებ ეს ორი კანონპრექტი იქცეს ერთ კანონპროექტად, არ მაქვს ასეთი მოლოდინი, იქიდან გამომდინარე, რა ნაბიჯებსაც „ქართული ოცნება“ დგამს.
ვნახოთ, უკვე უშუალოდ საკომიტეტო მოსმენების დროს, სადაც გაფართოვდება ეს დისკუსია, რა პასუხისმგებლობას იღებს „ქართული ოცნება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტია დარეგისტრირებული, ერთი „ქართული ოცნების“, ხოლო მეორე – ოპოზიციის.










