რუსეთმა სამი ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.
როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, საუბარია შვედ, გერმანელ და პოლონელ დიპლომატებზე, რომლებმაც ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
„ვენის კონვენციის თანახმად, არაკანონიერ აქციაში მონაწილე დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადეთ. მათ რუსეთის ტერიტორია უახლოეს დროში უნდა დატოვონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დიპლომატების ქმედებები მისაღები არ არის და მათ დიპლომატიურ სტატუსს არ შეესაბამება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში ვიზიტით უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი იმყოფება.











