„რუსეთს მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია“,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ეს განცხადება ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ, რუსულ მედიასთან ინტერვიუში პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნის დროს ბევრმა რესპუბლიკამ უზარმაზარი რაოდენობით რუსული მიწები და ტრადიციული რუსული ისტორიული ტერიტორიები მიიღო.
თან არ უნდა წაეღოთ „რუსი ხალხის საჩუქარი“! – ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირიდან გასულ ქვეყნებზე











