რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ სალივანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ინფორმაციას რუსული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.
კერძოდ, ჯო ბაიდენის აღმასრულებელი განკარგულების თანახმად, აშშ ქვეყნიდან აძევებს ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელს, რომელთა შორის რუსეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები არიან.
ამასთან, სანქციები უწესდება 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობისთვის.











