რუსეთში კორონავირუსის მეხუთე ვაქცინა, სახელწოდებით „ЭпиВакКорона-Н“-ი დაარეგისტრირეს. ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
გამოცემის ცნობით, ЭпиВакКорона-Н ორდოზიანი ვაქცინაა, რომელიც პირველ და მეორე დოზას შორის, სულ მცირე, 14 დღიან ინტერვალს საჭიროებს. მათივე ცნობით, ვაქცინა ნებადართული იქნება 18-60 წლამდე მოსახლეობისთვის.











