რუსული მედიის ცნობით, რუსეთში ზვავმა სამი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ზვავი გვიან ღამით ნორილსკის რაიონში ჩამოწვა. მაშველებმა ტურბაზის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცის, ქალისა და ბავშვის ცხედრები იპოვეს.
სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ დრომდე გრძელდება. არ არის გამორიცხული, თოვლის მასაში კიდევ რამდენიმე ადამიანი იყოს მოყოლილი.











