ჰაკერულმა დაჯგუფებამ რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის სერვერები გატეხა. დაჯგუფება Cozy Bear-ს აშშ-ში რუსეთის შიდა დაზვერვის სამსახურთან აკავშირებენ.
ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ჰაკერული შეტევა გასულ კვირას განხორციელდა. ჯერჯერობით უცნობია, რა მონაცემებზე მიიღეს წვდომა ჰაკერებმა.
ჰაკერული თავდასხმა კორპორაცია Synnex-ის სერვერზე მოხდა, რომელსაც რესპუბლიკური რესპუბლიკური პარტია იყენებს.
აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, Cozy Bear-ი 2016 წელს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვებზე თავდასხმის უკან იდგა.











