რუსთავში, მეგობრობის გამზირის #47-თან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. ინფორმაციას „ინფორუსთავი“ ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს ოთხ ახალგაზრდას შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
როგორც კლინიკა “რუსთავში” აცხადებენ, ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ჭრილობა ბარძაყის და მხრის არეში აქვს მიყენებული.











