რუსთავში კაცი გარდაცვლილი იპოვეს. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით 50 წელს გადაცილებული მამაკაცი, მეგობრობის გამზირზე, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს.
გარდაცვლილი რამდენიმე დღე არ ჩანდა და ადგილზე პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს.
ბინაში მისულ სამართალდამცავებს და სასწრაფოს ექიმებს კაცი გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდარზე გამოძიება სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.











