„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით რუსთავში სტამბოლის ბაზრის სიახლოვეს ხანძარია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხის ფიცრები იწვის.
ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.











