„მთავრობის სტარტკომის“ ცნობით, რუსული საინფორმაციო გამოცემები, მათ შორის TASS.RU და RIA.RU დეზინფორმაციას ავრცელებენ.
საუბარია რუსეთში მიმდინარე აქციებზე, სადაც, თითქოს საქართველოს მოქალაქეები, უცხოეთის სხვა მოქალაქეებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ ექს-გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერ აქციაში.
„ასევე, გავრცელდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აქციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირი, ბლოგერი ალექსეი რომანოვი, რომელიც დაიბადა 1971 წელს, რუსეთში, ამურის რეგიონში, არის საქართველოდან. საქმე გვაქვს კლასიკურ ფეიკ ნიუსთან“, – აღნიშნულია სტარტკომის განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის რამდენიმე დიდ ქალაქში ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერი აქციები 9 ივლისიდან დაიწყო.
აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სერგეი ფურგალი, დააკავეს და საგამოძიებო მოქმედებებისთვი მოსკოვში ჩაიყვანეს.
ფურგალი ბრალდებულია 2000-იან წლებში ჩადენილი გახმაურებული მკვლელობების ორგანიზებასთან კავშირში.











