„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით მმართველმა გუნდმა დანაპირები შეასრულა, ხოლო ოპოზიციამ საკუთარი თავი კიდევ ერთხელ ამხილა.
„ „ქართული ოცნების“ გუნდმა დანაპირები რაც გასცა, შეასრულა. რომ არა „ქართული ოცნების“ გუნდი, ეს ცვლილებები ვერ განხორციელდებოდა. ჩვენ შევძელით, პარლამენტის იმ წევრებთან ერთად, ვინც ამ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, ერთობლივად ცვლილებების ასახვა.
ის, რომ დანაშაულებრივი ორგანიზაციის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს, ამან კიდევ ერთხელ გააშიშვლა მათი რეალური სახე, რომ ისინი არიან ანტიდასავლური ჯგუფები.
რეალურად, სააკაშვილი-ბოკერია-რურუას ტრიადამ მათი მხილება კიდევ ერთხელ მოახდინა, რომ ისინი არ არიან ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და გრძელვადიანი განვითარების მომხრენი. ერთი, რომ თავი მოიჭრეს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, გავიდნენ რა ამ შეთანხმებიდან. მეორე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება არ სურთ. ეს არის ფაქტი. თუმცა „ქართული ოცნების“ გუნდმა პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად შევძელით, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ცვლილება განგვეხორციელებინა“- განაცხადა ოხანაშვილმა.
დღეს, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს.











