“მოქალაქეების” დეპუტატი ლევან იოსელიანი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან შეთანხმება მიღწეულია.
“საარჩევნო კოდექსში“ ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია, შეიძლება არის პატარა საკითხები, რაზეც განსხვავებული აზრი არსებობს
ყველაზე მთავარი არის ის, რომ შემოდის სავალდებულო 10 პროცენტიანი გადათვლის ვალდებულება მთელი საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, ვაკეთებთ კანონმდებლობაში ჩანაწერს, რის მიხედვითაც დაშვებული იქნება ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება არჩევნების პროცესში, ეს დააზღვევს „კარუსელებს“ და ასეთი ტიპის მანიპულაციებს. არის რიგი ჩანაწერები, რომელიც ეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვას.
გარდა ამისა, არის უამრავი სხვა ცვლილება, რაც საარჩევნო დღეს გახდის ბევრად გამჭვირვალეს. წინასაარჩევნო პერიოდი, რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევად, რაც დაკავშირებულია მოსყიდვასთან, ზეწოლასთან. ამაზე დამატებით ჩვენ უნდა ვიფიქროთ ოპოზიციურმა პარტიებმა, რა შეიძლება ამას დავუპირისპიროთ”, – განაცხადა იოსელიანმა.









