პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმის ძირითად დოკუმენტზე მუშაობა დასრულებულია და “ცვლილებების ინიცირება დღე-დღეზე მოხდება”.
„ჩვენ დავასრულეთ საარჩევნო რეფორმის ძირითად დოკუმენტზე მუშაობა. ეს დოკუმენტი უკვე პრაქტიკულად შეთანხმებულია როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე ყველა დაინტერესებულ პირთან, ვინც შეხვედრებს ესწრებოდა. ამიტომ, პრაქტიკულად მივაღწიეთ შეთანხმებას ყველა საკითხზე, რაც ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი, ეს იყო, რომ ყველა პარტიას ჰყოლოდა წარმომადგენლის მაგივრად წევრი, გადათვლა მომხდარიყო ავტომატურად 10 პროცენტზე ყველა უბნის და ბევრი სხვა საკითხი, მათ შორის, ელექტრონული არჩევნების შემოტანის შესაძლებლობა კანონმდებლობის დონეზე, ეს ყველაფერი არის მიღწეული და უკვე დღე – დღეზე მოხდება ამის ინიცირება.”, – განაცხადა იოსელიანმა.










