fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა  2021-2025 წლებში, ევროპასა და რეგიონში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება

16:34 ოქტომბერი 14, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
804
ნახვა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება, – ასეთია განახლებული პროგნოზი, რომელიც ასახულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკის ოქტომბრის თვის მიმოხილვაში.

სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა 2020 წელს 4.4 პროცენტით შემცირდება, რაც 0.8 პ.პ-ით ნაკლებია (გაუმჯობესებულია) ივნისის პროგნოზთან შედარებით, ხოლო 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 5.2 პროცენტი იქნება (0.2 პ.პ-ით შემცირდა ივნისის მაჩვენებელთან შედარებით).

საქართველოს ეკონომიკა სსფ-ის განახლებული პროგნოზის მიხედვით,  2020 წელს 5.0 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს 5.0 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.5% იქნება.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში, როგორც 2020-2025, ასევე, 2021-2025 წლებში, საქართველოს, საშუალოდ, ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპასა და რეგიონში.  სსფ-ის პროგნოზების მიხედვით, რეგიონის ქვეყნებს შორის 2021-2022 წლებში, საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფად გაჯანსაღება.

სსფ-ის პროგნოზით, 2024 წლიდან საქართველოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, პირველად გადააჭარბებს 20 ათას დოლარს, 2025 წლიდან კი 21 ათას დოლარს. 2020-2025 წლებში ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკის (ppp) ზრდის ტემპის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-11 პოზიციაზეა.

სსფ-ის პროგნოზით, 2020 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობის ვალს შემცირების ტენდენცია ექნება. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც საშუალოვადიან პერიოდში ეფექტურად მოახერხებს გაზრდილი ვალის შემცირებას,  მაშინ, როცა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ჩეხეთი, ესტონეთი, რუმინეთი, პოლონეთი, რუსეთი ვალი 2020 წლის შემდგომაც ეზრდებათ.

ვალის შემცირებს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ის გარემოება, რომ 2020 წელს მოზიდული საერთაშორისო დაფინანსებით, საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი ფისკალური ბუფერების დაგროვება, რაც შეამცირებს მომდევნო წლებში დაფინანსების საჭიროებას.

თეგები: ეკონომიკა

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6,9%-ით გაიზარდა

ნოემბერი 30, 2021
815
ეკონომიკა

სამივე სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას – ფინანსთა მინისტრი

სექტემბერი 27, 2021
794
ეკონომიკა

პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

ივლისი 22, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია